ბლანკო იზრდება - ახალი სივრცე, ახალი შოურუმი და მეტი შესაძლებლობები
ბლანკო ყოველთვის იყო მეტი, ვიდრე უბრალოდ ხელსახოცების ბრენდი. ჩვენთვის ხარისხი, ესთეტიკა და მომხმარებლის გამოცდილება მთავარია. სწორედ ამ ფასეულობებზე დაყრდნობით გვინდა გაგიზიაროთ სიახლე – ბლანკო ახალი ეტაპის დასაწყისზეა – იხსნება ახალი სივრცე, რომელიც მოიცავს შოურუმს, გაფართოებულ ოფისსა და კომფორტულ ზონებს ჩვენი გუნდისთვის.
ახალი სივრცე - ბრენდის ზრდის ცოცხალი გამოხატულება
დღეიდან ბლანკოს უკვე აქვს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო და საოფისე სივრცე, სადაც იქმნება პროდუქტი და იმართება ბრენდი,თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია.
ახალ სივრცეს ემატება ის, რაც აქამდე არ გვქონდა – შოურუმი, რომელსაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე ჩვენი გუნდისთვის.
ახალი შოურუმი არ არის მხოლოდ პროდუქტისთვის განკუთვნილი ტერიტორია – ეს არის ადგილი, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ შეიგრძნონ ბრენდის ფილოსოფია, ნახონ როგორია ბლანკოს პროდუქტი რეალურ გარემოში და გაეცნონ იმ ესთეტიკას, რაც ჩვენ გვაძლევს უპირატესობებს.
განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს ავტომობილების უნიკალური კოლექცია, რომელიც შოურუმში იქნება წარმოდგენილი. ის არამხოლოდ დამატებით ვიზუალურ შთაბეჭდილებას ქმნის, არამედ აჩვენებს ჩვენს მიდგომას დიზაინისა და დეტალებისადმი – როგორი ყურადღებით ვეკიდებით ხარისხსა და ფორმას, როგორც ჩვენს პროდუქტში, ასევე სივრცის განწყობაშიც.
ახალი სივრცე - ბრენდის ზრდის ცოცხალი გამოხატულება
ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ბრენდი იწყება ძლიერი ადამიანებით. სწორედ ამიტომ, ახალ სივრცეში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პერსონალისთვის განკუთვნილ ზონებს:
ბლანკოს გუნდი ყოველდღიურად ქმნის იმ პროდუქტს, რომელიც საბოლოოდ თქვენს ხელში ხვდება და გვინდა, მათ ჰქონდეთ შესაბამისი პირობები, რომ ეს საქმე შთაგონებით აკეთონ.
ზრდა, რომელიც ემსახურება მიზანს
ბლანკოსთვის ეს გაფართოება მხოლოდ ინფრასტრუქტურული ნაბიჯი არ არის, ეს არის სტრატეგიული წინსვლა, რომელიც პასუხობს ბაზრის განვითარებას, მომხმარებლის მზარდ მოლოდინსა და საკუთარ ამბიციებს. ჩვენი მიზანი რჩება უცვლელი – შევქმნათ პროდუქტი, რომელიც ფუნქციური და ეკოლოგიურია. ახლა უკვე ახალ სივრცეში, ახალი შესაძლებლობებით, ამას კიდევ უფრო თავდაჯერებულად გავაგრძელებთ.
ბლანკო - თქვენი ბიზნესის სანდო პარტნიორი
ხელსახოცი შეიძლება მოგეჩვენოთ როგორც პატარა დეტალი, მაგრამ სინამდვილეში ის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც გავლენას ახდენს მომხმარებლის გამოცდილებაზე, თქვენს იმიჯზე და სივრცის პროფესიონალურ აღქმაზე. სწორად შერჩეული ხელსახოცი ეხმარება თქვენს ბრენდს გამოჩნდეს მოწესრიგებული, ყურადღებიანი და ეკოლოგიურად მეგობრულიც კი.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას,რომელიც დაგეხმარებათ არჩევანი გააკეთოთ სწორად იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის ბიზნესს ფლობთ.
თუ გაქვთ კაფე
რეკომენდებული ხელსახოცი:
რატომ?
კაფის მომხმარებელი ხშირად სწრაფად მოიხმარს ხელსახოცს – ყავისთვის, დესერტისთვის, takeaway ყუთისთვის. ამ შემთხვევაში სიმარტივე და სტილი მთავარია.
რესტორანი / სასტუმრო / ფუდკორტი (HORECA სექტორი)
რეკომენდებული ხელსახოცი:
რატომ?
ამ სივრცეებში მომხმარებელი ელოდება მაღალი ხარისხის მომსახურებას. მათ შორის, სუფრაზე წარმოდგენილ დეტალებშიც. მყარი და ესთეტიკურად მოწესრიგებული ხელსახოცი თქვენს ბრენდს ელეგანტურ იერს ანიჭებს.
სწრაფი კვების ობიექტები
რეკომენდებული ხელსახოცი:
რატომ?
აქ მთავარი ფუნქციურობაა – მომხმარებელი ხელსახოცს ხშირად იყენებს გზაში, ხელით საჭმლის მიტანასთან ერთად. ის უნდა იყოს ადვილად გამოსაყენებელი, გამძლე და პრაქტიკული.
ყველა სექტორისთვის – ეკო ალტერნატივა
ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ფორმატი შეიძლება იყოს ეკოლოგიური:
რატომ აქვს ამას მნიშვნელობა?
ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი არჩევანი მხოლოდ ტრენდული კი არა, ბრენდის ღირებულებების ნაწილი ხდება. მომხმარებელი ამას ამჩნევს და აფასებს.
რა უნდა გახსოვდეთ:
ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ფორმატი შეიძლება იყოს ეკოლოგიური:
დიზაინი და სუფრის ელეგანტური სახე – გახადე შენი სადღესასწაულო მაგიდა უფრო ესთეტიური
სუფრა ეს არის ემოციური ატმოსფეროს, ოჯახური შეკრებისა და სადღესასწაულო განწყობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამიტომ, ბლანკო გთავაზობთ რამდენიმე მარტივ, მაგრამ ელეგანტურ იდეას, რომ თქვენი სადღესასწაულო მაგიდა უფრო ლამაზი გახადოთ.
ნეიტრალური ფერების პალიტრა
ხელსახოცი სოფიას ნეიტრალური ფერები, როგორიცაა თეთრი ან კრემისფერი ტონები, ქმნიან მშვიდ გარემოს და აადვილებენ სხვა დეტალების გამოკვეთას. მსგავსი ხელსახოცების ფონზე კარგად ჩანს დეკორაციები, ჭურჭელი და ტექსტილის აქსესუარები.
დეკორაცია და დეტალები
არ დაგავიწყდეთ მაგიდის შუა ნაწილში მოთავსებული დეკორი: ყვავილების კომპოზიცია, მცირე სანთლები ან სეზონური დეტალები, თეთრი ან სეზონური გაფორმების მქონე სოფიას ხელსახოცები. მნიშვნელოვანია, რომ გაფორმება არ ფარავდეს ხედვას და კომუნიკაციას არ უშლიდეს ხელს.
ჭურჭელი – შერწყმა ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის
ინდივიდუალური დეტალები სტუმრებისთვის
შეიძლება დაამატოთ პატარა ბარათები ან გააკეთოთ bamboo-ს ხელსახოცების კონვერტები, რომლებშიც სტუმრების სახელებს მიუთითებთ, შეგიძლიათ ასევე პატარა საჩუქრები ან კომპლიმენტები გამოიყენოთ მათთვის – ეს აჩვენებს, რომ თითოეული მათგანი განსაკუთრებულია თქვენთვის.
როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ხელსახოცი: ბლანკო გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს ყოველდღიურობისთვის
ხელსახოცები თითქოს უმნიშვნელო დეტალია, თუმცა ყოველდღიური მოხმარებისთვის მათი ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია – იქნება ეს ოჯახში, ოფისში თუ საზოგადოებრივ სივრცეებში. დაბალი ხარისხის ხელსახოცები შეიძლება იყოს უხეში, არასაკმარისად შთამთქმელი ან ისეთი, რომელიც სწრაფად იშლება.
ბლანკო გთავაზობთ რჩევებს, როგორ ამოიცნოთ ხარისხიანი ხელსახოცი და რა კრიტერიუმებს უნდა მიაქციოთ ყურადღება.
მასალის ტიპი – რბილი, მაგრამ გამძლე
ხარისხიანი ხელსახოცი რბილია შეხებისას, თუმცა ის ინარჩუნებს სიმტკიცეს.
მიაქციეთ ყურადღება:
რჩევა: ბლანკოს პირველი ხარისხის პროდუქცია ცელულოზისგან არის დამზადებული, შესაბამისად, ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რბილ და მდგრად ვარიანტად.
შთამთქმელი უნარი - რამდენად ეფექტურად შრება?
ხელსახოცის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სითხის შეწოვაა. ხარისხიანი ხელსახოცი:
შრეების რაოდენობა
ხელსახოცები შეიძლება იყოს ერთი, ორი ან სამშრიანი. რაც მეტია ფენა, მით:
შენიშვნა: ყოველდღიური მოხმარებისთვის რეკომენდებულია ბლანკოს ორშრიანი ხელსახოცები, ხოლო განსაკუთრებული სიტუაციებისთვის – სამშრიანი.
ეკოლოგიური მახასიათებლები
თანამედროვე მომხმარებელი ზრუნავს გარემოზე. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ:
დიზაინი და შეფუთვა - როცა დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა
თუ ხელსახოცებს იყენებთ სტუმრების მიღებისას ან ღონისძიებებზე, მათი ვიზუალური მხარეც მნიშვნელოვანია. არსებობს:
სად შევიძინოთ ხარისხიანი ხელსახოცი?
ისეთ მაღაზიებში ან ბრენდებთან, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები: