კითხვები

როგორ დაგიკავშირდეთ?

რისგან არის დამზადებული თქვენი ხელსახოცები?

ჩვენი ხელსახოცები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ცელულოზისგან. წარმოების პროცესში ვიყენებთ უსაფრთხო და ჰიგიენურ მასალებს, რომლებიც გადამუშავებადია და არ აზიანებს გარემოს.

გაქვთ თუ არა ეკოლოგიურად სუფთა ან ბიოდეგრადირებადი ხელსახოცები?

⁠დიახ, ჩვენ ვთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა და ბიოდეგრადირებად ხელსახოცებს. ვზრუნავთ გარემოზე და ვქმნით პროდუქტს, რომელიც სწრაფად იშლება და არ აბინძურებს გარემოს.

რამდენ ფენიან ხელსახოცებს აწარმოებთ?

ვაწარმოებთ როგორც 1-ფენიან, ისე 2-ფენიან და 3-ფენიან ხელსახოცებს, სხვადასხვა საჭიროებებისა და გამოყენების შემთხვევებისათვის.

თანამშრომლობთ თუ არა რითეილერებთან?

დიახ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც მცირე, ასევე დიდ რითეილერებთან. ჩვენი პროდუქცია შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა ქსელურ მაღაზიასა და კორპორატიულ პარტნიორებთან.

ეკო ხელსახოცი და ჩვეულებრივი ხელსახოცი – რა განსხვავებაა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

დღეს, როცა ეკოლოგიური ცნობიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, მომხმარებლები მარტივ, თითქოს უმნიშვნელო პროდუქტებსაც კი მეტი პასუხისმგებლობით ირჩევენ. ხელსახოცი – ნივთი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ – სწორედ ასეთია, მაგრამ როგორია განსხვავება ეკო ხელსახოცსა და ჩვეულებრივ, ტრადიციულ ხელსახოცს შორის?  რატომ უნდა მიაქციოთ ამას ყურადღება?

ეკო ხელსახოცის ძირითადი უპირატესობები

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება მასალაშია. ეკო ხელსახოცები, როგორც წესი, მზადდება 100%-ით გადამუშავებული ქაღალდისგან, რაც ნიშნავს, რომ წარმოებისთვის არ არის საჭირო ახალი ხეების ჭრა. მეორეს მხრივ, ჩვეულებრივი ხელსახოცები უმეტესად პირველადი ცელულოზით მზადდება, რაც ხშირად პირდაპირ ტყის ჭრას ნიშნავს. ტყეების მოჭრა კი ბუნებრივი ეკოსისტემის დაზიანებას, ბინადართა გაქრობასა და გლობალურ დათბობას უწყობს ხელს.

როგორ მზადდება ეკო ხელსახოცი?

ეკო ხელსახოცის წარმოების პროცესი გარემოსადმი ბევრად მეგობრულია. ბევრი ბრენდი იყენებს უქლორო გათეთრების ტექნოლოგიას, ანუ არანაირი მძიმე ქიმიკატი არ ერევა პროცესში. ასევე მოიხმარს ნაკლებ ენერგიასა და წყალს.
 მნიშვნელოვანია, რომ ეკო ხელსახოცები არ შეიცავს მავნე საღებავებს, დამატებით არომატებს ან ნივთიერებებს, რომლებიც კანისთვის გამაღიზიანებელია,რაც მათ განსაკუთრებით უსაფრთხოს ხდის ბავშვებისთვისაც კი.
სხვაგვარადაა ჩვეულებრივ ხელსახოცებთან – ისინი ხშირად გათეთრებულია ქლორით ან სხვა აგრესიული ქიმიური ნივთიერებებით, რაც შეიძლება ზიანს აყენებდეს როგორც გარემოს, ისე ადამიანის კანსა და ჯანმრთელობას.

გადამუშავებადია თუ არა?

ბლანკოს ეკო ხელსახოცის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის სრულად ბიოდეგრადირებადია. იგი სწრაფად იშლება ბუნებრივ გარემოში. გადამუშავებული ქაღალდი ბევრად უფრო მარტივად იშლება და ბუნებას არ აბინძურებს.
აღნიშნული არ ეხება ჩვეულებრივ ხელსახოცს, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიცავს პლასტმასის ელემენტებს, ქიმიკატებს ან საღებავებს – შედეგად, მას უჭირს დაშლა.

შეფუთვა - დეტალი, რომელიც მნიშვნელოვანია

ეკო ხელსახოცები ხშირად იყიდება გადამუშავებად შეფუთვაში. ბლანკო ცდილობს შეფუთვაც იყოს ეკოლოგიურად სუფთა – ეს კი მთლიან პროდუქტს ნამდვილად მწვანე სტატუსს ანიჭებს.
სხვაგვარადაა კლასიკურ ვარიანტებში: ხშირად იყენებენ გლუვ, გადაუმუშავებელ პლასტმასს, რომელიც ნაგავსაყრელზე რჩება ათწლეულების განმავლობაში.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.